The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილი ნუცუბიძე

ლილი ნუცუბიძე
Date of birth:21 October, 1927
Date of death:2002  (at 74 years)
Burial location:ოღასკურის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Librarian, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს კი ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

მუშაობდა პედაგოგიურ სასწავლებელში ბიბლიოთეკის გამგედ; 1950-1952 წწ. ასწავლიდა ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლაში, რამდენიმე წელიწადს იმუშავა საქალაქო გაზეთ "სტალინელის" რედაქციაში ლიტმუშაკად და გამომშვებად; 1952-1964 წწ. ვ. კიკვიძის სახელობის ქუთაისის N1 საბავშვო ბიბლიოთეკის გამგეა; 1964 წელს  გადაიყვანეს ქალაქის (ქუთაისის) კულტურის განყოფილების უფროს ინსპექტორად, შემდეგ კი განყოფილების გამგის მოადგილედ; 1974-1987 წწ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორია; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების კონსულტანტად. ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდა; მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ორმოცამდე პოეტური კრებულია და უამრავი ამღერებული ლექსი; პირველი ლექსები პრესაში 1954 წელს გამოქვეყნდა, მისი პოეტური ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, კრებულებში, ალმანახებსა და ანთოლოგიებში. 1959 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული. პირველ წიგნს მოჰყვა კრებულები: "დედა და პოეტი" (1967), "ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის" (1969), "ვინ მიამბობს ზღაპარს" (1969), "ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის" (1970), "გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ?!" (1970), "ყვავილების დედოფალი" (1972), ლექსები (1972), ლექსები (1975), "მამულო ჩემო" (1975), "უცნობი კარუსელი"(1976), "ჩემი აკაცია" (1978), "ვალი გადაუხდელი" (1981), ლექსები (1982), "მზე უღიმის პატარებს" (1982), "ჩემი ლაჟვარდი" (1986), "ფიფქის სიმღერა" (1987), "ზამთარი მაინც არის ზამთარი" (1988), "მოვდივარ შენთან" (1989), "სიმღერა სიყვარულზე" (1990), "მოლოდინი" (1990), "მურიას თავგადასავალი" (1992), "სიყვარული და ცრემლები"(1993), "სათაფლიაზე ორი კვალია" (1995), "ქუთაისისთვის რაც მიმღერია" (1995), "თუ ვინმე გიყვარს" (2008), "რაც გულზე ამოვიქარგე" (2013). თანაავტორია წიგნებისა: "ზაქარია ფალიაშვილი და ქუთაისი" (1982), "პეტრე ჭაბუკიანი"(1968). ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით დარგში, წერდა მხატვრულ ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს, გამოკვლევებს. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა მისი რამდენიმე საბავშვო პიესა. მის ლექსებზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილია არაერთი სიმღერა, რომლებსაც მთელ საქართველოში მღერიან. იყო მრავალი საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში. 2005 წლის  19 სექტემბრის  ქალაქ ქუთაისის საკრებულოს  N341 დადგენილებით ბასკეთის/ფალიაშვილის ქუჩის  III შესახვევს მიენიჭა საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, პოეტისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ლილი ნუცუბიძის სახელი.

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1973 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: