Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელი![]()
BiographyXII საუკუნის ქართველი ფეოდალი, პოლიტიკური მოღვაწე, ჯერ ამილახორი, შემდეგ ქართლის ერისთავი გიორგი III-ის დროს. ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ დიდებულთა აჯანყებაში, რომელსაც ორბელები ედგნენ სათავეში. აჯანყებულებმა ორბელი თავისი შვილებით აზერბაიჯანში ათაბაგთან გაგზავნეს დახმარების სათხოვნელად. იგი ირანელთა დიდი ჯარით წამოვიდა, მაგრამ აჯანყებულები დახმარების მიღებამდე დამარცხდნენ. ორბელი უკუიქცა. ამის შემდეგ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ათაბაგის კარზე გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |