შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სუმბატ ივანეს ძე ორბელი![]()
ბიოგრაფიაXII საუკუნის I ნახევრის ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს ამირსპასალარი. ივანე ორბელის ძე და ივანე ორბელის მამა. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, სუმბატისა და მისი მამის ივანეს სარდლობით ქართველებმა 1128 წელს აიღეს ქალაქი ხუნანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო. სიცოცხლის ბოლო წლები ბეთანიის მონასტერში გაატარა ბერ სიმონის სახელით (სუმბატ სჳმონქმნილი). სომეხი ისტორიკოსი ვარდანი სუმბატსა და მის ძეს ივანეს ბრალად სდებს გიორგი უფლისწულთან შეთანხმებით მეფე დავით V-ის მკვლელობას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |