The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სუმბატ ლიპარიტის ძე ორბელი

Date of birth:12??
Date of death:1273
Category:Nobleman

Biography

საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორბელთა აჯანყების (1177-1178) შემდეგ საქართველოდან გადახვეწილ ორბელების შთამომავალი. ძმის — ელიგუმის გარდაცვალების შემდეგ გვარის უფროსი გახდა. იყო ნიჭიერი, მოხერხებული და ვერაგი პოლიტიკოსი, რომელმაც ცხოვრების მიზნად დაისახა ორბელთა სახლის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების აღდგენა და ამის მისაღწევად არაერთი მეტოქე დაღუპა (მათ შორის მესტუმრე ჯიქური, გვანცა დედოფალი და სხვა). 1251-1252წწ. ორბელი მონღოლთა მთავარმა ბაჩუ-ნოინმა მიავლინა მანგუ-ყაენთან, რომლისგანაც ის "ენჩუდ" ანუ "ხასად" დაბრუნდა, რითაც იგი უშუალოდ ყაენზე დამოკიდებული გახდა. სხვა დიდებულებისაგან შევიწროებული ორბელი მალე კვლავ ურდოში გაემგზავრა, სადაც ყაენისგან ახალი იარლიყი მიიღო, რომლის ძალითაც ორბელთა საგვარეულო მამულების შემოკრებას შეუდგა. მან მიაღწია იმას, რომ დავით გააუქმა გიორგი III-ის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც ორბელებს სამოქალაქო უფლებები ჰქონდათ აყრილი. ამის შემდეგ ორბელმა ხელთ იგდო უმემკვიდრეოდ დარჩენილი ავაგ ათაბაგის მამული, რომელიც მალევე დაკარგა სადუნ მანკაბერდელთან ქიშპში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.555


Share: