Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე პაშალიდი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სანტა პონტოსი, ოსმალეთი (თურქეთი). დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს. 1906 წლიდან სწავლობდა ტფილისის რუსულ გიმნაზიაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1909 წელს ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში. 1910-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა სოხუმში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას; როგორც ექიმი, მთელ დასავლეთ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. არჩეული იყო აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში. აქტიურად მუშაობდა საბჭოში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაჭრისათვის. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიერ აღჭურვილი იყო "საგარეო ურთიერთობებში" წარმომადგენლის მანდატით. იყო ბერძნული გაზეთის (ახალი ცხოვრება) რედაქციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა სტამბოლში. 1922 წელს მცირე ხნით ცხოვრობდა ბერლინში, სადაც განაგრძობდა სამედიცინო ცოდნის მიღებას. 1931 წელს საბერძნეთის სოციალისტური პარტიების ლიდერებთან ერთად გახდა "საბერძნეთის სოციალისტური პარტიის" დამფუძნებელი. 1951 წელს, როგორც "საბერძნეთის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელი, EDA-ს "გაერთიანებული მემარცხენე დემოკრატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა. 1952 წლიდან 1964 წლამდე ამავე პარტიის სიით იყო საბერძნეთის პარლამენტის რიგი მოწვევების წევრი. 1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალებისა და "შავი პოლკოვნიკების" შვიდწლიანი დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ შინაპატიმრობაში ცხოვრობდა თესალონიკში. სოციალ-დემოკრატი, საბერძნეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.391; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.316-317 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |