The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეგლარ ორბელიანი

Legal name:პეტრე ორბელიანი
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Poet, Military Person

Biography

XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი. 

საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ემსახურებოდა, თუმცა ერთ ლექსში ანტირეჟიმულ განწყობილებასაც ამჟღავნებს. 1803 წელს კოლეგიის მრჩევლის წოდება ებოძა, 1809 წელს - პოლკოვნიკის ჩინი. მონაწილეობდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყების ჩახშობაში, თურქებთან ბრძოლაში (1807); 1809 წელს ახალციხის ფაშასთან მოსალაპარაკებლად იქნა გაგზავნილი; იმავე წელს ცოლად მოიყვანა გიორგი II-ის ასულის - ნინოსა და გრიგოლ დადიანის ასული ეკატერინე; 1811 წელს თავის სიდედრს პეტერბურგში გაჰყვა; 1814 წელს სამეგრელოშია; 1818 წლის ერთი საბუთის თანახმად, დმანისში იმყოფებოდა. უფრო გვიანდელ დოკუმენტებში მისი კვალი ჯერჯერობით არ ჩანს. იცოდა რუსული. მის ლექსებში გვხვდება რუსიციზმები - "სევერ", "პარიჟელნი", "პოლშა", "სტიხნი". მის ლექსებში ზოგიერთი მითოლოგიზმი და ანტიკურ სამყაროსთან დაკავშირებული ცნებები (ლირა, ავრორა, ორფეოსი, "ელინთ სტიხნი - იამბნი" და სხვ.), მხოლოდ ქართული წყაროებიდან არ უნდა მომდინარეობდეს. უთუოდ მასვე ეკუთვნის "პეტრე, ქართველთა დღეს დიდებაო..., რომელიც არაერთგზის გამოქვეყნებულა. იგი ანონიმურად არის S 1534-ში. ამ კრებულში პოეტის სხვა ლექსებიც არის წარმოდგენილი. შეიმჩნევა ტექსტუალური თანხვედრა პოეტის სხვა ლექსებთან. 

წყარო: ჟურნალი "ლიტერატურული ძიებანი", N20, 1999, ავტორი ირაკლი კენჭოშვილი.


Share: