The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრეას გრიფიუსი

ანდრეას გრიფიუსი
Legal name:ანდრეას გრაიფი
Date of birth:2 October, 1616
Date of death:16 July, 1664  (at 47 years)
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: გლოგაუ, სილეზია, გერმანია.

ანდრეას გრიფიუსის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან (ოდები, ეპიგრამები, სასულიერო საგალობლები, სონეტები, კომედიები და ტრაგედიები) განსაკუთრებით საყურადღებოა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე" (1646–1647, გამოქვეყნდა 1657 წელს). პიესა ერთ-ერთი უდიდესი მარტვილის აპოლოგიაა; ეფუძნება საქართველოს დედოფლის–ქეთევანის, რომელიც მწერლის მორალური იდეალია, მოწამებრივი ცხოვრებისა და სიკვდილის ფაქტს. პიესა ბაროკოს სტილის ტიპობრივი ნიმუშია. მასში წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები (კახეთის მეფე ალექსანდრე II, თეიმურაზ I, ქართლის მეფე ლუარსაბ II, დიდი მოურავი გიორგი სააკაძე და სხვ.). "ქეთევან ქართველი" ("Catharina von Georgien") გამოქვეყნებისთანავე დაიდგა ვოლაუს თეატრის სცენაზე, მას მერე არაერთხელ წარმოადგინეს გერმანიის თეატრებში. სპექტაკლმა გააღვიძა დიდი ინტერესი საქართველოსადმი. კოლხი მედეას შემდეგ ქეთევან დედოფლის წამება ყველაზე პოპულარული თემა გახდა. პიესის არსებობა ქართველი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1904 წელს, როდესაც გაზეთ "ცნობის ფურცელში" (№2654) დაიბეჭდა ი. რამიშვილის მიერ ქ. ფრაიბურგიდან (გერმანია) გამოგზავნილი ინფორმაცია, რომლის სათაურია "ქართველი ქალი გერმანულ დრამატულ ხელოვნებაში". ამ წერილს გამოეხმაურა ი. ჯავახიშვილი («Византийский временник», 1904, ტ. XI, გვ. 775–776). პიესა ქართულად გამოიცა 1975 წელს. მას დართული აქვს შ. რევიშვილისა და ა. გელოვანის (მთარგმნელი) ნარკვევები და კომენტარები. პიესა ზაარბრიუკენელმა რეჟისორმა პროფესორმა ჰერმან ვედეკინდმა 1982 წელს რუსთაველის თეატრში დადგა, ხოლო 1984 წელს–ქ. ბალვეს "გამოქვაბულის თეატრში". ამ დადგმას მიესალმა თვით რომის პაპი. გრიფიუსსა და მის პიესას მიეძღვნა არაერთი გამოკვლევა და წერილი. მათგან აღსანიშნავია ა. ბიბიჩაძის, შ. რევიშვილის, თ. ნატროშვილის, ი. ტაბაღუას, ვ. კუპრავას, ზ. აბაშიძის, ჯ. ბურდულისა და სხვ. შრომები. გერმანელი პოეტი და დრამატურგი. ბაროკოს ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge

Bibliography


Share: