The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გუარამი

Other name:გვარამი
Date of birth:5??
Date of death:5??
Category:Nobleman

Biography

ქართლის პირველი ერისმთავარი (VI საუკუნის 70–80-იანი წლები). არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი. ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გვარამს ქართველ ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გვარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.

წყარო: საქარტველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


Share: