შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ენგელჰარდტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სმოლენსკი. 1921 წელს პირველად გამოვიდა ქ. ივანოვო-ვოზნესენსკის კლუბთან არსებულ სცენისმოყვარულთა წარმოდგენაში. შემდეგ კი მონაწილეობდა საბავშვო წარმოდგენების მოწყობაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ლენინგრადის მოზარდ მაყურებლთა (1930-1933), ნოვოსიმბირსკის მოზარდ მაყურებელთა (1938-1939) თეატრებში. 1939 წელს მოიწვიეს თბილისის მოზარდ მაყურებლთა რუსულ თეატრში. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი სხვადასხვა ხასიათის როლი; მათ შორის აღსანიშნავია: ხლესტაკოვი და პოდკოლესინი (ნ. გოგოლის "რევიზორი", "ქორწინება"), კორშუნოვი, კულიბინი (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება", "რისხვა"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), შპიგელბერგი, ვურმი (ფ. შილერის "ყაჩაღები", "ვერაგობა და სიყვარული"), პანტალონე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), და სხვა. ამას გარდა სხვადასხვა დროს იყო სამხატვრო ხელმძღვანელად არხანგელსკის, ნოვოსიბირსკის და ბოლოს თბილისის რუსულ თოჯინების თეატრში. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, კინო, მუსკიკა.- თბ.,1992.- გვ.53; kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |