The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ორბელიანი

გიორგი ორბელიანი
Date of birth:1853
Date of death:1924  (at 71 years)
Category:Military Person

Biography

დაამთავრა პაჟთა კორპუსი.

ოფიცრის წოდებით სამსახური დაიწყო ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში 1877-1878წწ. ავღანელებთან რუსული ჯარის გამარჯვების შემდეგ, მიავლინეს კასპიისპირეთის მხარეში; 1885-1886წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ავღანეთის გამმიჯნავ კომისიაში; 1898-1899წწ. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის სახით მივლინებული იყო ინდოეთში ინგლის-ინდოეთის ჯარების მანევრებზე; 1904 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადასცეს ოქროს ხმალი "მამაცობისთვის", დანიშნეს კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაურად; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905წწ; 1910 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დანიშნეს კასპიისპირეთის ცხენოსანთა ბრიგადის უფროსად; 1913 წელს რეზერვში ჩარიცხეს; პირველი მსოფლიო ომის დროს აგრძელებდა სამსახურს.თეტრი არწივის ორდენის მფლობელი (1915), 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში აშშ-ში. რუსეთის არმიის გენერალი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge

Awards and Honors

  • 1912 - წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1900 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1893 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბანტით)
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Share: