Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე გუდოვიჩი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოლგოპოლი, ბერშადის რაიონი, ვინიცის ოლქი, უკრაინა. კავკასიის მთავარმმართველი 1806–1809 წლებში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1807), გრაფი (1797). 1759 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის 1768–1774 წლების ომში. რუსეთ-ოსმალეთის 1787–1791 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდელი ოდესა) აღებას, 1791 წელს იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან და საკმაოდ ორჭოფულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მიმართ აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში. მართალია, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი–ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა, რამაც აღა-მაჰმად-ხანს გზა გაუხსნა სამოქმედოდ. 1800 წელს პავლე I-მა გუდოვიჩი სამხედრო საქმეს ჩამოაშორა. 1806 წელს ალექსანდრე I-მა გუდოვიჩი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის გასატარებლად დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს ოსმალთა არმია დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809–1812 წლებში დაინიშნა მთავარსარდლად მოსკოვში, გახდა სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 თებერვალში თანამდებობიდან გადადგა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |