შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კოტარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953-1961წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენის" რკინაბეტონის საწარმოო კომბინატში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1961-1978წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "ინჟმშენის" N3 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, იმავე ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე სამმართველოს უფროსად; 1978-2003წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობაში ადმინისტრაციული სახლების სამმართველოს უფროსი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქ. თბილისში აშენდა საცხოვრებელი სახლები საირმის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლები ფონიჭალაში, დიდუბეში, ავეჯის კომბინატი ლილოში, საბაგირო გზა (საბურთალო-ლისის ტბა), უნივერსამი დიღომში, საქალაქო არქივის შენობა, კომუნალური მეურნეობის საინჟინრო ნაგებობები ქ. თბილისში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |