შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის საგზაო მშენებლობის ფაკულტეტი 1934 წელს. 1935-1936წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს ინჟინერი; 1936-1938წწ. საავტომობილო ხიდის (მდ. მტკვარზე, სოფ. კავთისხევის რკინიგზის სადგურთან) მშენებლობისა; 1938-1940წწ. საგზაო სამმართველოს უფროსი; 1940-1948წწ. საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1948-1953წწ. ხელმძღვანელობდა ქლუხურის საუღელტეხილო საავტომობილო გზის (აფხაზეთში) მშენებლობას; 1953 წლიდან მუშაობდა საგზაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო სხვადასხვა ჯილდოების კავალერი; როგორც დამსახურებულ მეგზევეს მიღებული ჰქონდა საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.321-322; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.249 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |