The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ კოტიშაძე

თამაზ კოტიშაძე
Date of birth:2 July, 1954  (70 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს.

1971 წლიდან მუშაობდა სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "კავკასტრანსშმშენის" ზესტაფონის N24 სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1987 წლიდან იყო ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ხოლო 1999 წლიდან უფროსი; მონაწილეობდა სამტრედიის სარკინიგზო კვანძის მთლიან რეკონსტრუქციაში, "ხაშური-ზესტაფონის" უბნის მეორე ხაზის, "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის, თბილისის რკინიგზის ვაგზლის, ზესტაფონის საავადმყოფოს, სკოლების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; აქტიურად იყო ჩართული სტიქიით დაზარალებული აჭარლებისთვის ახალქალაქისა და თეთრიწყაროს რაიონებში საცხოვრებელი დასახლებების მშენებლობაში; 2010-2011წწ. ხელმძღვანელობდა სს "ტრანსმშენის" მიერ აშენბული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის უნიკალურ მშენებლობას, აგრეთვე, ბორჯომი-ლიკანის "რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი 9-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.322; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი (2 ორდენი)
    საქართველოში სატრანსპორტო კომპლექსების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აფხაზეთის ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: