The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენი კოშელნიკოვი

ევგენი კოშელნიკოვი
Date of birth:28 March, 1938  (87 years)
Category:Engineer, Scientist, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობების ტექნოლოგიის სპეციალობით 1966 წელს.

1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტის ნაგებობათა დინამიკის ლაბორატორიაში; 1967-1969წწ. საპროექტო ორგანიზაცია "ვოენპროექტში"; 1969 წლიდან კ. ქუთათელაძის სახელობის საშენ მასალათა ს/კ ინსტიტუტ "საქსაშენმეცნიერების" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სწავლული მდივანია; ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების ტესტირების ლაბორატორიას; როგორც მეცნიერ-მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა ჰიდრო და თბოენერგოსადგურების სათანადო აგრეგატების საძირკვლების დინამიური საიმედობის დადგენაზე; აქტიურად მონაწილეობდა თბილისსა და ტაშკენტში სამხედრო დანიშნულების ნაგებობათა კომპლექსების პროექტირებაში; არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისთვის, რომელიც გამოცემულია საბჭოთა კავშირის მასშტაბით და საზღვარგარეთის ქვეყნებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.322

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: