The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კოხრეიძე

გივი კოხრეიძე
Date of birth:13 February, 1926  (99 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სალიანდაგო მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948-1953წწ. მუშაობდა უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ომის დროს დანგრეული სარკინიგზო ობიექტების აღდგენაზე; 1953-1962წწ. იყო ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის (გაგრაში, გუდაუთასა და სოხუმში) სამუშაოთა მწარმოებელი, უბნისა და სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1962-1993წწ. სოხუმის საკავშირო მნიშვნელობის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მშენებლობისა და სამეურნეო დარგში; ხელმძღვანელობდა ახალი ათონისა და ადლერის ვაგზლების შენობების, სოხუმში რკინიგზელთა კულტურის სახლის, ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის არაერთი უნიკალური ლაბორატორიული კორპუსის, საცხოვრებელი სახლების, სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობას, "სოხუმი-სოჭის" სარკინიგზო მაგისტრალის ელექტრიფიცირებას; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.323

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: