Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჭუბაბრია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1970 წელს. 1970-1972 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1972-1973 წწ. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1973-2005 წწ. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, მთავარი რედაქტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმების სცენარებისა: "ელისო ვირსალაძე" (1973), "წიგნი უპირველესი" (ეძღვნება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, განმანათებლის, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავს, 1977), "კინემანოგრაფი" (1979), "ვიქტორ დოლიძე" - 100 (1991), "ხელოვანი" (ეძღვნება დიდ ქართველ მწერალს, კონსტანტინე გამსახურდიას), "მარშალი გელოვანი" (ეძღვნება საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველ მარშალ - არჩილ გელოვანს). მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში": "კონცერტი", "კატის კნუტი", "ფერად ტელევიზორთან"(ცისკარი, 1975, N4, გვ.65-74), "ვარიაციები კლასიკოსის თემაზე", "რაიონული ცენტრი", "პანტიკო", "მთვრალები" (ცისკარი, 1992, N7, გვ.10-18), "ეშმაკა", "გაყიდული ხატი", "ამხანაგი დავითი" (ცისკარი, 1997, N7, გვ.31-40), "იქ, ჩემს ქალაქში" (ცისკარი, 1999, N8, გვ.18-27), "სახლი საქვაბის ჩიხში"- ნაწყვეტი რომანიდან (ცისკარი, 2003, N5-6, გვ.65-69); ავტორია რომანისა: "ბრწყინვალე ჩონჩხები". სცენარისტი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |