შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი კოხრეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. სწავლის დამთავრებისთანავე საინსტიტუტო განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ. ჩერკასკის (უკრაინა) საორთქმავლო დეპოს მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1964წწ. მუშაობდა თბილისის პირველი მაისის (ახლანდელი დიდუბე-ჩუღურეთი) რაიონის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1970წწ. თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად მშენებლობის დარგში; 1970 წელს დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" სპეციალიზებული სარემონტო სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად, მოგვიანებით კი სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტის მმართველად და "საქფრინველმრეწვის" დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1995 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე დეპარტამენშია თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1998 წლიდან კი სათავეში ედგა თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკასა და შპს "კოლერს"; ხელმძღვანელობდა გაგრის, საგარეჯოს, ხაშურისა და წყალტუბოს მეფრინველეობის ფაბრიკებისთვის ტექნოლოგიური მოწყობილობებით უზრუნველყოფასა და მონტაჟს დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.323 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |