შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კრავეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. 1954 წელს დაიწყო მუშაობა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინრად; 1956 წელს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებითი უფროსი იყო; 1960 წელს გადაიყვანეს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებითი ექსპედიციის უფროსად, ხოლო 1962 წლიდან მუშაობდა პროექტის მთავარ ინჟინრტად; მის მიერ დაპროექტებული და შენებულია მცხეთის შემოვლითი გზა, თურქეთში გასასვლელი "კახაბერი-სარფის" საავტომობილო გზა, რუსეთიდან გაგრის გავლით შემოსასვლელი საავტომობილო გზის "ფსოუ-განთიადი-გაგრის" მონაკვეთი; იყო საქართველოს სამხედრო გზის ცალკეული უბნების რეკონსტრუქციის ავტორი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და ტექნიკური ზედამხედველობით შესრულებულია "ანანური-ფასანაურის", "ფასანაური-მლეთას", "მლეთა-კობის", "კობი-ყაზბეგის" და "ყაზბეგი-ორჯონიკიძის" მონაკვეთების რეკონსტრუქციის პროექტები; ასევე "კუნდუზ-ფაიზაბადის" საავტომობილო გზის "კუნდუზ-ტოლუკანის" მონაკვეთი (ავღანეთში), სახელმწიფო გზების "ადლერ-განთიადის" და "ვოლგოგრად-ილოვლინკის" მონაკვეთების, უზბეკეთში "ტაშკენტ-გოლოდნაია სტეპის", ყირგიზეთის ტერიტორიაზე საავტომობილო გზა "ფრუნზე-ოშის" მთავარი მონაკვეთების მშენებლობა; წლების განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ლექტორი, დოცენტი, პროფესორი. ამავე ფაკულტეტის სადიპლომო კომისიების თავმჯდომარე; 1994 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო, საგზაო და აეროდრომების კათედრის პედაგოგია; დაჯილდოებული იყო ავღანეთის მთავრობის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.323-324 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |