The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიუდმილა კრივოლაპჩუკი

ლიუდმილა კრივოლაპჩუკი
დაბადების თარიღი:1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მალინი, უკრაინა, ჟიტომირის ოლქი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1978წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში"; 1978 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის, ხოლო 1981 წლიდან განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საავტომობილო გზების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტირებაში; მსოფლიო ბანკის პროგრამის "ტრანსპორტის სექტორის და რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში, "საქართველოს საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქციის" და არაბეთის ეკონომიკის განვითარების კუვეიტის ფონდის მიერ დაფინანსებული "საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის" დოკუმენტაციის დამუშავებასა და განხორციელებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.324-325; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი

გააზიარე: