შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კუკულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სპეციალობით 1937 წელს. 1937-1939წწ. მუშაობდა სოხუმის ჰიდროელექტროსადგურის ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1939-1943წწ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1943-1952წწ. აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სპეციალობის მიხედვით; 1953 წელს დაინიშნა თბილისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად; 1955-1961წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველის მოადგილედ; 1962-1979წწ. საკავშირო დაქვემდებარების ტრესტ "სოიუზლიფტმონტაჟის" ამიერკავკასიის სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის საბაგირო გზების მშენებლობა-დამონტაჟებაში; ხელმძღვანელობდა თბილისის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული დანიშნულების შენობებში სპეციალიზებული სამუშაოების შესრულებას; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სიგელებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.325 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |