The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ (ალავერდელი მიტროპოლიტი)

გრიგოლ
Legal name:გრიგოლ ცერცვაძე
Date of birth:18 May, 1910
Date of death:1 February, 1992  (at 81 years)
Burial location:ალავერდის ტაძარი, კახეთი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაზისუბანი, თელავის მუნიციპალიტეტი.

1933–1935 წწ. სამხედრო სამსახურში იყო, რომლის დასრულების შემდეგ 1950 წლამდე სწავლობდა შუამთის სამონასტრო სკოლაში. თხუთმეტი წელი იყო თელავის წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე. 1948 წლის 18 თებერვალს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებერვლის თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს და თელავის წმინდა გიორგის ეკლესიაში განაწესეს. 1954 წლის 1 იანვრიდან თელავის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმსახური იყო. 1971 წელს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. 1976 წლის 21 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის კურთხევით აღიკვეცა ბერად (ეწოდა გრიგოლი) და იმავე წლის 22 მაისს ეკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. 1978 წლის 4 იანვარს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1980 წლის 15 ოქტომბერს დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარებისა და მეორე პანაღიის ტარების უფლებით. სასულიერო მოღვაწე.  

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.157; georgianencyclopedia.gegoogle.ge


Share: