| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუბენ ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჟოშხა, ლეჩხუმის მაზრა. დაწყებითი განათლება მიიღო დაბა ლაილაშის ორკლასიან სასწავლებელში. შემდგომ წლებში საშინაო განათლებას იღებდა ლეჩხუმის თავადაზნაურთა წინამძღოლის იასონ გელოვანის ოჯახში. 1905 წელს ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას რაჭა-ლეჩხუმში, სადაც აჯანყებულებმა მოახერხეს ადმინისტრაციის განდევნა და ძალაუფლების ხელში აღება. შემდგომ წლებში გადავიდა ტფილისში და განაგრძო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობა, პარალელურად თანამშრომლობდა პრესასთან; იყენებდა ფსევდონიმებს: "ასკრიონელი", "ლეჩხუმელი", "რ. ლეჩხუმელი", "მოწაფე", "რუბენა ლეჩხუმელი", "Р. Кинвари" და "რალფი". 1907 წლიდან დაინტერესებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმით და ცდილობდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიის მალმიჟის მაზრის სოფელ სელტაში, საიდანაც გაიქცა და არალეგალურად დაბრუნდა ტფილისში. მუშაობდა გაზეთ "სახალხო საქმის" რედაქციის კონტროლიორად. 1911 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კვლავ ციმბირში გადაასახლა. შემდგომ წლებში კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური საბაბით. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, დანიშნული იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად რაჭა-ლეჩხუმში და აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში, წესრიგის აღდგენისა და ბოლშევიკების მომხრე რაზმების დევნაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. ეროვნულ მოძრაპობასი აქტიურ მოღვაწეობას კარგად უთავსებდა ლიტერატურულ საქმიანობასაც - წერდა, თარგმნიდა და იმ დროინდელ პრესაში აქვეყნებდა მასალებს, რითაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა ქართული მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში, იყო გაზეთ "ცხოვრების საქმის" რედაქტორ - გამომცემელი. როგორც გამორჩეული პიროვნება და კარგი ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, თან ახლდა აკაკი წერეთელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს. მან ვრცელი სიტყვით მიმართა სოფ. ჭრებალოში მოწყობილ ნადიმზე სასიქადულო პოეტს. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.410; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.337-338 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

