The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლი (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

Legal name:გრიგოლ ლორთქიფანიძე
Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Religious leader

Biography

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1696–1742 წლებში. აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საეკლესიო მამული, საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად სანთლის ბეგარა შემოიღო, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. გრიგოლი მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად; გრიგოლი ენერგიულად იბრძოდა ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ, დადიანს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა, თუ იგი თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვას არ აკრძალავდა. გრიგოლი ცდილობდა აღედგინა ქრისტიანობა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში. ერისკაცობაში–გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge


Share: