შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ორბელიანი![]()
ბიოგრაფიარუსეთის არმიის გენერალ-მაიორი 1851 წლიდან. სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ გრენადერთა პოლკში იუნკრად 1832 წელს; 1838 წლიდან ოფიცერი; 1832 წლიდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა შამილს; ტყვეობაში იმყოფებოდა რვა თვე; 1851-1853წწ. იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური; ყირიმის ომის (1853-1856) დროს ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაინდურისა და ბაშკადიკლარის ბრძოლებში. ბაშკადიკლართან სასიკვდილოდ დაიჭრა. ცოლად ჰყავდა ბარბარე, ილია ბატონიშვილის ასული (1831-1884). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |