The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით შარაშიძე

დავით შარაშიძე
Other name:დ. შ-ძ  (Pseudonym)
Date of birth:1886
Date of death:5 November, 1935  (at 49 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა ბახვის სოფლის სკოლა, ჟენევის უნივერსიტეტი. 

სწავლა განაგრძო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, საიდანაც გადავიდა ოდესის რეალურ საწავლებელში. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მუშაობდა "ბოლშევიკების" ფრაქციაში; თანამშრომლობდა პრესაში "დ. შ-ძის" ფსევდონიმით. 1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურად მუშაობდა ახალგაზრდებს შორის, რის გამოც დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო საზღვარგარეთ; ცხოვრობდა შვეიცარიაში, ჟენევაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. 1918 წლის გაზაფხულზე გურიაში რიგით ჯარისკაცად იბრძოდა ოსმალეთის ჯარების თავდასხმის წინააღმდეგ. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო საბიუჯეტო-საფინანსო და ხელოვნების კომისიების წევრი. მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციებში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დაპატიმრებული იყო რამდენიმე თვით. გათავისუფლების შემდეგ, 1921 წლის სექტემბერში საზღვარგარეთ წავიდა. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1925 წლიდან გადასახლდა საფრანგეთში, პარიზში, სადაც აგრძელებდა პოლიტიკურ და პუბლიცისტურ საქმიანობას, იყო სოციალ-დემოკრატიული გამოცემების სარედაქციო კოლეგიების წევრი. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.414

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Share: