The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლი (მიტროპოლიტი)

ოფიციალური სახელი:გრიგოლ დადიანი
სხვა სახელი:ცაიშელი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1760
გარდაცვ. თარიღი:1822  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ოდიშის მთავრის, კაცია ოტიას ძე დადიანის ხელშეწყობით აღადგინა და მოაშენა ცაიშის მონასტერი, შეაკეთა მთავარი ტაძარი და შესძინა სამღვდელმსახურო ინვენტარი, წიგნები. ააშენა ქვის სამრეკლო, აგრეთვე სახლები მღვდლებისა და სხვა სასულიერო პირებისათვის, მონასტერს შემოავლო გალავანი. გრიგოლი დიდ ყურადღებას უთმობდა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეკრებას, წიგნსაცავის შექმნას. სხვადასხვა დროს მონასტერს აუშენა 4 ტაძარი: სოფ. ლარჩავას–მთავარანგელოზის, სოფელ კოცოხს–თევდორე ტირონის, ხეთას– წმინდა კვირიკესი, ხეთაში, თავისივე მამულში, ააგო სასახლე და მოაწყო კარის ეკლესია. იქვე დააარსა სასწავლებელი, ააგო საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები. თავისი სახსრებით დაიხსნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მაჰმადიანთა მიერ გატაცებული ტყვეები. დიდი სამისიონერო საქმიანობა გასწია აფხაზთა დასაბრუნებლად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. 1822 წლის 19 ივნისს შედგენილ მის ვრცელ ანდერძში საინტერესო ცნობებია იმდროინდელ დასავლეთ საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. ერისკაცობაში გრიგოლ დადიანი(დაახლოებით 1760–1822), ცაიშის ეპისკოპოსი (ცაიშელი), მოგვიანებით მიტროპოლიტი; განმანათლებელი, მისიონერი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153; georgianencyclopedia.ge


გააზიარე: