The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ხაჟალია

Date of birth:5 May, 1917
Date of death:1991  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქუთაისი.

დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის  სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური  ფაქკულტეტი 1939 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გორის  გ. ერისთავის  სახელობის თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა პატარა კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ლენინი (შ. დადიანის "ნაპერწკალი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გრუმიო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), რასპლიუევი (ა. სუხოვო-კობილინის "კრეჩინკის ქორწინება"), ხრაპოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"),  უჩა (ე. პატარაიას "უჩა უჩარდია") და სხვა.  1952-1960წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. აქ შექმნილ სახეთაგან აღსანიშნავია: აკაკი (დ. თაქთაქიშვილის "შარავანდედი"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), მაკი (კ. მიუფკეს "ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება"), ვარლამ დოჭვირი (ვ. გაბისკირიას  "უფსკრულთან"),  ბაჩუა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), გეგელა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ლაითაძე ("კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვა. 1969-1979წწ. თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრის მსახიობია, მის მიერ შესრულებული როლებიდან გამოირჩევა: აბრამგულა (ვ. აზარაშვილის "მეცხრე ტალღა"), ვუნდერკინდი (რ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), შაითან ხიხო (ტ. ბაქრაძის "შაითან ხიხო"), ალფერდ დულიტლი (ფ. შოუას "ჩემი მშვენიერი ლედი") ბოღმა ვანო, იეთიმ გურჯი (გ. ცაბაძის  "კურკას ქორწილი", სიყვარულის მგოსანი ვარ") და სხვა. 1979 წერლს გადადის თბილისის დრამატულ თეატრში (ახლა ს. ახმეტელის სახელობის თეატრი), სადაც შექმნა შემდეგი სახეები: მოხუცი ქისტი (ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ემოკრიტე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.60-61

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: