The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ გრიგოროვიჩ-ბარსკი

Date of birth:1701
Date of death:7 October, 1747  (at 46 years)
Category:Explorer, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა.

სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლას თავი დაანება. 1724 წელს შევიდა ლვოვის იეზუიტთა აკადემიაში მოგონილი გვარით (ბარსკი), მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარიცხეს აკადემიიდან. 1724 წელს ფეხით წავიდა რომში, შემდეგ მოიარა საბერძნეთის წმინდა ადგილები, სირია, პალესტინა. 1735 წელს ანტიოქიის პატრიარქმა სილვესტრმა ბერად აკურთხა ვასილის სახელით. 1747 წელს უკვე მძიმედ დაავადებული, დაბრუნდა კიევში. აქვს მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები, რომელთა ცალკეული ნაწილები რამდენჯერმე გამოიცა XVIII–XIX სს-ში. საინტერესო ცნობები აქვს იერუსალიმისა და, განსაკუთრებით, ათონის ქართველთა სავანეების შესახებ. გრიგოროვიჩ-ბარსკი ერთი იმათგანია, რომელსაც ჯვრის მონასტერში უნახავს ქართველ მეფეთა პორტრეტები. ათონის მთაზე იგი ორჯერ (1725, 1744) ყოფილა. თავის ჩანაწერებში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ათონის ივერთა მონასტერს: დაწვრილებით აღწერა იგი, მიმოიხილა სავანის ისტორია და ქართველთა აღმშენებლობითი საქმიანობა, გაეცნო ძველ საბუთებს. ვასილ გრიგოროვიჩ-ბარსკი აღნიშნავს, რომ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკა უმდიდრესი ყოფილა ათონზე არსებულ ბიბლიოთეკებს შორის. ქართველთა ნაკვალევი მან ფილოთეოსის მონასტერშიც შენიშნა. რუსი მოგზაურ-მომლოცველი.

წყარო:საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


Share: