შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ გრიგოროვიჩ-ბარსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლას თავი დაანება. 1724 წელს შევიდა ლვოვის იეზუიტთა აკადემიაში მოგონილი გვარით (ბარსკი), მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარიცხეს აკადემიიდან. 1724 წელს ფეხით წავიდა რომში, შემდეგ მოიარა საბერძნეთის წმინდა ადგილები, სირია, პალესტინა. 1735 წელს ანტიოქიის პატრიარქმა სილვესტრმა ბერად აკურთხა ვასილის სახელით. 1747 წელს უკვე მძიმედ დაავადებული, დაბრუნდა კიევში. აქვს მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები, რომელთა ცალკეული ნაწილები რამდენჯერმე გამოიცა XVIII–XIX სს-ში. საინტერესო ცნობები აქვს იერუსალიმისა და, განსაკუთრებით, ათონის ქართველთა სავანეების შესახებ. გრიგოროვიჩ-ბარსკი ერთი იმათგანია, რომელსაც ჯვრის მონასტერში უნახავს ქართველ მეფეთა პორტრეტები. ათონის მთაზე იგი ორჯერ (1725, 1744) ყოფილა. თავის ჩანაწერებში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ათონის ივერთა მონასტერს: დაწვრილებით აღწერა იგი, მიმოიხილა სავანის ისტორია და ქართველთა აღმშენებლობითი საქმიანობა, გაეცნო ძველ საბუთებს. ვასილ გრიგოროვიჩ-ბარსკი აღნიშნავს, რომ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკა უმდიდრესი ყოფილა ათონზე არსებულ ბიბლიოთეკებს შორის. ქართველთა ნაკვალევი მან ფილოთეოსის მონასტერშიც შენიშნა. რუსი მოგზაურ-მომლოცველი. წყარო:საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |