Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გალინა გრესელ-კოშუტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი). დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1933 წელს მონაწილეობდა არქიტექტორ-დამპროექტებლად თბილისში "დინამოს" სტადიონისა (1934–1935) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის (1935–1936) დაპროექტების ბოლო სტადიაზე. ძირითადად მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" (1936–1941; 1944–1976) არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ. ძირითადი განხორციელებული პროექტები: საბავშვო ბაღი ოზურგეთში (1948), საცხოვრებელი სახლები თბილისში, ახმეტაში, კაჭრეთში; მდინარე ლიახვის სანაპირო გორში (1948), სასტუმრო მესტიაში (1953), ავტოვაგზალი თბილისში (სანაპიროზე, 1954), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმი გაგრაში (1970, გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |