The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გალინა გრესელ-კოშუტი

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 2008  (98 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ალექსანდროპოლი (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი). 

დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1933 წელს

მონაწილეობდა არქიტექტორ-დამპროექტებლად თბილისში "დინამოს" სტადიონისა (1934–1935) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის (1935–1936) დაპროექტების ბოლო სტადიაზე. ძირითადად მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" (1936–1941; 1944–1976) არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტურული სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ. ძირითადი განხორციელებული პროექტები: საბავშვო ბაღი ოზურგეთში (1948), საცხოვრებელი სახლები თბილისში, ახმეტაში, კაჭრეთში; მდინარე ლიახვის სანაპირო გორში (1948), სასტუმრო მესტიაში (1953), ავტოვაგზალი თბილისში (სანაპიროზე, 1954), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმი გაგრაში (1970, გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: