The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგრაფ გრუზინოვი

Legal name:ევგრაფ ნამჩევაძე
Date of birth:1770
Date of death:5 September, 1800  (at 30 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი, რუსეთი.

რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის შვილიშვილი. თავი გამოიჩინა 1788–1790 წწ. რუსეთ-შვედეთის ომსა და პოლონეთის 1794–1796 წწ. კამპანიაში. 1796 წელს დაავალეს კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკის დაკომპლექტება (პოლკის პირველი მეთაური თვითონ იყო). 1797 წელს მიანიჭეს გვარდიის პოლკოვნიკის წოდება. ერთხანს იმპერატორ პავლე I-ის ნდობით სარგებლობდა, მაგრამ 1798 წელს აპრილში იმავე იმპერატორის ბრძანებით დააპატიმრეს და რეველის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ჩერკასკში გადაასახლეს. 1800 წელს 5 სექტემბერს, სპეციალური სამხედრო სასამართლოს განაჩენით, სიკვდილით დასაჯეს. ვარაუდობენ, რომ ევგრაფი გრუზინოვის დევნასა და სიკვდილით დასჯას პოლიტიკური მოტივი ედო საფუძვლად. ა. სუვოროვის სამხედრო სკოლის ტრადიციებზე აღზრდილი გრუზინოვი სხვა მოწინავე ოფიცრებთან ერთად აშკარად გამოთქვამდა უკმაყოფილებას სუვოროვის სამხედრო და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების გამო. გრუზინოვისა და მის თანამოაზრეთა პოლიტიკური პლატფორმა მიზნად ისახავდა რუსეთში არსებული წყობილების დამხობას. მათი აზრით, მართვა-გამგეობა "სახალხო სენატს" უნდა აეღო ხელში, მომავალი საზოგადოების ცხოვრებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა "ბრძნული კანონმდებლობა", რომლის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნებოდა. გრუზინოვი მაღალ შეფასებას აძლევდა ე. პუგაჩოვსა და მის მოძრაობას. დაჯილდოებული იყო უმაღლესი სამხედრო ორდენებით.

წყარო: საქარტველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


Share: