The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია გრუზინოვი

ილია გრუზინოვი
ოფიციალური სახელი:ილია ნამჩევაძე
დაბადების თარიღი:1771
გარდაცვ. თარიღი:1813  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბარუნის მონასტრის კედელი, ვილნოს გუბერნია, რუსეთი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1801 წელს, 1804 წელს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში" (ლათინურ ენაზე).

მალე იგი როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. რუსული წყაროს საფუძველზე ირკვევა, რომ მან რუსეთისათვის პირველმა შეადგინა "ინგლისური გრამატიკა". 1809 წელს დაბრუნდა მოსკოვში და ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში. 1811 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ორდინარული პროფესორი იყო. 1812 წელს სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში, იყო მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი და დაიმსახურა გმირი პროფესორის სახელი. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველებში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი. რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი. აზნაურ რომან ნამჩევაძის შთამომავალი.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; კომპანია "ავერსი": aversi.ge


გააზიარე: