Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზეჭაბუკ ორბელიანი![]()
Biographyქართველი პოეტი, მწიგნობარი, მეცნიერი და ფილოსოფოსი. ერეკლე II-ის მდივანბეგი. გონებამახვილ და ენამოსწრებულ, მაგრამ გულზვიად და გონჯ ორბელიანს უსიამოვნება ჰქონდა ბევრ თავის თანამედროვესთან. ბესიკ გაბაშვილის თანამედროვე. მზეჭაბუკ ანუ, როგორც მას ბესიკი და შინაურები უწოდებდნენ - ჭაბუა, უკვდავი დარჩა, როგორც ბესიკის მძაფრი სატირის ობიექტი. "კალმასობა" მას ახასიათებს როგორც "ძველთა ფილოსოფოსთა ზედმიწევნილი, ღვთის მეტყველებასა შინა გამოცდილი და პაექრობასა შინა მარჯვე; აგრეთვე ხუმარსიტყვაობასა შინაცა მარჯვე და პასუხისა უცხოთ მომგები. მესტიხეობისა შინაცა ქებული და მსაჯულისა საქმეთასა შინა გამოცდილ". მზეჭაბუკი მეფე ერეკლესაც ჰყვარებია. იგი "გონებით უცხო", მაგრამ ფიზიკურად მახინჯი ყოფილა. მასზე სატირული ლექსები დაუწერიათ საიათნოვას, ბესიკს, დავით რექტორს და სხვებს. ცნობილია ბესიკისა და ორბელიანის მწვავე პოეტური პაექრობა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბესიკმა მას მისწერა ვრცელი რიტორიკული ეპისტოლე, რომელშიც სთხოვდა შერიგებას (ხელნაწერი H-1334). ორბელიანმა ხალხური ლექსების გავლენით ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა "იავნანასი" და "ძეობის" ჟანრი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.78-79
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |