Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაპუნა ორბელიანი![]()
BiographyXVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი. მას ეკუთვნის ისტორიული თხზულება "ამბავი ქართლისანი", რომელიც ეხება 1739-1758 წლების საქართველოს ისტორიას და წარმოადგენს სეხნია ჩხეიძის ნაშრომის გაგრძელებას. ორბელიანი კარგად იცნობდა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ცხოვრებას. იგი მეფის უფლებებსა და პოზიციებს იცავდა, ერთიანი და ძლიერი საქართველო მისი პოლიტიკური იდეალი იყო. ორბელიანის ნაშრომში მოიპოვება ცნობები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის მიგრაციაზე, სავაჭრო გზებისა და სხვების შესახებ. მას კარგად აქვს შენიშნული ოსმალური მიწათმფლობელობის წესის შეუსაბამობა ქართულ სოციალურ ცხოვრებასთან. ორბელიანი ცდილობდა აეხსნა ისტორიულ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მას კარგად ესმოდა ისტორიის მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდაში. იგი გადმოგვცემს თვალით ნანახ ან სარწმუნო კაცთა მონათხრობ ფაქტებს, ემყარება სანდო წყაროებს. მისთვის არ არის უცხო პროვიდენციალიზმის იდეები, ზოგიერთ შემთხვევაში იგი ქვეყნის მარცხს ცოდვათა სიმრავლით ხსნის (მაგ. აჯი-ჩალაბისაგან ქართველ მეფეთა დამარცხებას 1752 წელს და სხვა). ორბელიანის თხზულება ვრცელია, მდიდარია ქრონოლოგიური, გენეალოგიური და გეოგრაფიული ცნობებით. პაპუნა ორბელიანი პირადი მოღვაწეობით იცავდა მეფის უფლებებსა და პოზიციებს. თითქმის ყველგან და ყოველთვის თან ახლდა ერეკლე II-ს, უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლებში. თხზულებაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწვრილებით და ზუსტად არის გადმოცემული ისტორიული ფაქტები და მოვლენები: თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ს ბრძოლა ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის ამიერკავკასიის მუსლიმურ სახანოებთან, ლეკიანობასთან და სხვ. ნაწარმოები მდიდარია აგრეთვე გენეალოგიური და გეოგრაფიული ცნობებით. პაპუნა ორბელიანის ნაშრომმა უკვე თანამედროვეთა მიერ დაიმსახურა მაღალი შეფასება. 1773 წელს "ამბავი ქართლისანი" გადაწერა ხარების ტაძრის დეკანოზმა დავითმა და მას "მცირე ქართლის ცხოვრება" უწოდა. ივანე ჯავახივილის შეფასებით "აღორძინების ხანის ქართული საისტორიო მწერლობის მშვენებად ვახუშტის შემდგომ სწორედ პაპუნა ორბელიანი უნდა ჩაითვალოს". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.558
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |