შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქაიხოსრო ორბელიანი![]()
ბიოგრაფიაორბელიანთა სახლის უფროსი, მდივანბეგი და ქვემო ქართლის სარდალი 1731 წლიდან; 1734 წელს ოსმალებთან ერთად ილაშქრა კახეთზე. 1735 წლიდან, ყიზილბაშთა მიერ ქართლის დაკავების შემდეგ, ირანის სამსახურში ჩადგა; 1741 წელს ნადირ-შაჰმა ორბელიანი ქართლის პირველ ვექილად დანიშნა. იმავე დროს ქვემო ქართლის სარდლობა მის შვილს რევაზს უბოძეს; 1744 წლიდან ქართლში თეიმურაზ II-ის გამეფების შემდეგ ორბელიანი თეიუმარაზ II-ის მხარეზე გადავიდა. 1745 წლის 1 ოქტომბიდან საქართველოს ამირსპასალარი. 1747 წელს ირანში წაჰყვა თეიმურაზ II-ს. ირანიდან მომავალი გზაში გარდაიცვალა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.559
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |