შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ოქროსცვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია 1935 წელს. 1930-1932წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. პარალელურად მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1942 წელს გორის თეატრის მსახიობია, ხოლო 1945 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კ. მარჯანიშვილის თეატრისა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დენშჩიკი (ი. ლერომონტოვის "მასკარადი"), დავითი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ბარმანი (კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი"), დეკანოზი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მეწისქვილე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მამასახლისი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ქაიხოსრო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), სოსანა (ი. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ტარიელი (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაეცება"), გენერალი (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი") და სხვა. გარდა თეატრისა, დ. ოქროსცვარიძე მონაწილეობდა ფილმებშიც: "ქალის ტვირთი", "თხუნელა", "მაგდანას ლურჯა", "გლახის ნაამბობი", "ლონდრე", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი". წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.69-70; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |