Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კურცხალია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მმართველად; იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქსპფლმშენის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის პირველი მოადგილე, ქ. თბილისის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობას. მათ შორის: 1200-ადგილიანი რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, ბიოქიმიის ს/კ ინსტიტუტის, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს (დიღმის მასივში), თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის (აღინიშნა სახელმწიფო პრემიით), "საქსოფტექნიკის" სახელმწიფო კომიტეტის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობა) და "დოსააფის" ყოფილი შენობების, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის, საცხოვრებელი სახლების (მთაწმინდის რაიონში), საშუალო სკოლებისა და ბაგა-ბაღების, თბილისის ქუჩების, სანაპიროს და ქ. თბილისის N1 სკოლა-გიმნაზიის აღდგენა-მშენებლობას, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელმწიფო პრემია დაიმსახურა; არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; დაჯილდოებულია საქართველოს და მოსკოვის მთავრობის ჯილდოებით; არაერთხელ იყო არჩეული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და საკრებულოს წევრად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.327-328; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.280 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |