Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სუმბათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა მსროლელთა სკოლა. განათლება მიიღო გიმნაზიაში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. მსახურობდა 153-ე ბაქოს ქვეითთა პოლკში. 1911 წელს მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეითთა პოლკში. 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში. მეთაურობდა ბატალიონს. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და საბრძოლო დამსახურებისათვის 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეითთა პოლკში გადაეცა წმინდა გიორგის ოქროს იარაღი; 1915-1917 წწ. მეთაურობდა ცარიცინის 146-ე ქვეითთა პოლკს. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი, ფრონტის სარდალი. 1921 წელს დაინიშნა მე-2 დივიზიის მეთაურად. დაჯილდოებულია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები / მამუკა გოგიტიძე. -თბ., 2015.-გვ.40 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |