შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიაჩესლავ აბლოთია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს. სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები (გ. დანელიას სახელოსნო) 1981 წელს. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიებში გადაღებულ ფილმებში: "ლურჯი კურდღელი" (1969, რუსეთი), "თეთრი ყაბალახი" (ვ. საველიევი, 1974, უკრაინა), "მთების სიმღერა"(1975, რუსეთი), "ძველი საწოლი"(1979), "ვერცხლის ქუჩა" (დ. ნაცვლიშვილი, 1986) და სხვ. როგორც რეჟისორმა "ქართულ ფილმში" გადაიღო მხატვრული ფილმები "თეთრი ცხენი უკეთესია?" (1982) და "სუვენირი" (1986). აქვე 1989 წელს დაიწყო მუშაობა პირველ აფხაზურ ფილმზე "ხელმოცარული"(ფაზილ ისკანდერის მოთხრობების მიხედვით), რომელიც დაასრულა 1992 წელს "ლენფილმში". სოხუმში დაარსა ხმისჩამწერი სტუდია "ამშ", მუშაობს აფხაზურ ენაზე ფილმების გახმოვანებაზე. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 30; mkra.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |