The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგი კურცხალია

გიგი კურცხალია
Legal name:გიორგი კურცხალია
Date of birth:23 April, 1963  (62 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-4 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად (ხელმძღვანელი შოთა ყავლაშვილი); 1987-1989წწ. მუშაობდა კორპორაცია "მხატვარდიზაინმშენში" არქიტექტორ-დიზაინერად; 1989-1991წწ. ქ. თბილისის საქარხნო რაიონის არქიტექტურის სამსახურის ინჟინერ-არქიტექტორად; 1991-1998წწ. სხვადასხვა კერძო კომპანიების დირექტორი იყო; 1998 წელს ქ. თბილისის "არქმშენინსპექციის" უფროსად დაინიშნა; 2001 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე იყო; 2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიების დირექტორია; მისი ავტორობით განხორციელებულია სავაჭრო ცენტრი ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე შენობების რეკონსტრუქციის საკონკურსო პროექტი, ღვინის ქარხნის რეკონსტრუქცია და სპეციალიზებული მაღაზია-სალონი საგარეჯოში, ავტოგასამართი სადგური კახეთის გზატკეცილზე, ქ. მცხეთაში 10 საცხოვრებელი კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ინდივიდუალური სახლების პროექტები საკურორტო რეგიონისათვის დაბა წყნეთში, წიწამურში და წავკისში, ასევე, სავაჭრო ცენტრ "ბახმაროს" პროექტი დიდი დიღმის II-III მიკრორაიონების შორის (I არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები ლიტვაში (ქ. ვილნიუსი), ინდივიდუალური სახლის საკონკურსო პროექტი ბელგიაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში ჯანაშიას, ქუჩიშვილის და საირმის ქუჩებზე, სვეტიცხოვლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გენგეგმა და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება-კეთილმოწყობა, ფუნიკულორზე სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი "სატივე" და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.328

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

Share: