The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით აგიაშვილი

დავით აგიაშვილი
Date of birth:28 July, 1949
Date of death:12 February, 2014  (at 64 years)
Category:Musician, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1977წწ. წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად, მერე კი უფროს რედაქტორად. ასევე მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად. 1977–1995 წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" რედაქტორი, 1979 წლიდან კი - სასცენარო სახელონოს ხელმძღვანელი. 1980–1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკუტეტზე სპეციალობით "კინოდრამატურგია" და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალობით "კინოდრამატურგიის საფუძვლები". კინოში მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მსახიობმა (მთავარი როლი ფილმში "განგაში", 1968). საკუთარი სცენარით  გადაიღო დოკუმენტური ფილმი "საქართველოსთვის ბიჭებო, სწორდით!" (ჯ. ებრალიძესთან ერთად, 1981). დაწერა სცენარები დოკუმენტური ფილმისთვის: "ექსპერიმენტი" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1979), "ფანჯარა" (მ. ბორაშვილი, 1980), "ჩვენი მერი" (ჯ. ებრალიძე, პ. ტაბაღუა, 1982),  "ჩვენ მეცხვარეები ვართ" (გ. ბარნაველი, 1984), "ჩემპიონის დაბრუნება" (მ. ჭიაურელი უმც., 1987), "დილოგები" (დ. გუგუნავა, მ. ბასინოვი, 1989). სცენარის თანაავტორია მხატვრულ ფილმებში "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1986), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (ზ. კაკაბაძე, 1987), "ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (ზ. კაკაბაძე, 1989), "ელზა" (ჰ. რისმაირი, 1993). 1993 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 32; მედიაჰოლდინგი: kvira.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.409

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Share: