შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ კუცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. მუშაობდა ქ. ფოთში, ჰიდრომექანიზაციის ქარხანაში ინჟინრად, საამქროს უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ხოლო 1960 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის მთავარ ინჟინრად; მისი მუშაობის პერიოდში აშენდა პორტის პირველი და მეორე რაიონების საწარმოო კორპუსები, განხორციელდა საწარმოო რაიონების გადაიარაღება; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს თევზის მრეწველობის რესპუბლიკური გაერთიანების უფროსის პირველ მოადგილედ, შემდეგ მთავარ ინჟინრად; 1978 წელს გადაიყვანეს საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამელიორაციო სისტემების მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, "საქწყალმეურნეობის" უფროსის მოადგილედ, შემდგომ კი მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის მშენებლობისა და ნაპირდამცავი ნაგებობების სამმართველოს უფროსად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.329; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.280 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |