Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თევდორე ახვერდოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი (დაღესტანი). დაიბადა ქართველი აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. ახვერდოვის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი, რუსეთის თავად–აზნაურთა გენეალოგიური წიგნები, მიუხედავად ამისა, სომეხმა მეცნიერმა გ. ავეტისიანმა იგი სომეხი გენერლების სიაში შეიყვანა. 1788 წ. ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წ. შტიკ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა, ხოლო 1793 წ. აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონიერთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, მეზარბაზენე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად. 1796 წ. აყვანილ იქნა კანონიერთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1797 წ. დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში, 1798 წ. აყვანილ იქნა ვიცე–პოლკოვნიკის 1799წ.–პოლკოვნიკის რანგში. 1800წ. განაწილდა საპონტონე როტაში; 1800 წელს ყაბარდოს დამორჩილებისთვის გადაეცა წმინდა იერუსალიმელის ორდენი. 1803წ. გადაყვანილ იქნა მე-9 საარტიელერიო ბატალიონში; 1806 წ. მე-4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე-9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა. 1807 წ. ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად, 808 წ. აყვანილ იქნა გენერალ-მაიორის რანგში; 1811 წ. გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში; 1812 წლიდან იყო კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაური. მივლინებულ იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად. 1816 წლიდან იყო ქართული კორპუსის არტილერიის უფროსი მეთაური. 1796 წ. მონაწილეობდა შემახის და განჯის აღებაში, 1798–1799 წწ. იმყოფებოდა ციმბირის გუბერნიებში ნიტრატის (სელიტრა) მოსაპოვებალად. რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით ქართველი, კავკასიის ომის მონაწილე, გარდაიცვალა თბილისში. წყარო: ru.hayazg.info Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |