შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუი გრანჟე![]()
ბიოგრაფიალუი გრანჟე 1614 წელს, სტამბოლში მოღვაწე საფრანგეთის ელჩის ხელშეწყობით, გამოემგზავრა სამეგრელოში კათოლიკობის გასავრცელებლად. მოგზაურობის ანგარიშში, რომელიც მან 1615 წელს მოქვიდან იეზუიტების ორდენის გენერალს კლავდიო აკვავივას გაუგზავნა, აღწერილია შავი ზღვისპირეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა სტამბოლიდან გურიამდე, ის ენები, რომელზეც იმ დროს მეტყველებდა ეს მოსახლეობა; გურიისა და სამეგრელოს მთავრებთან შეხვედრები და ამ შეხვედრისას ადგილობრივ ფეოდალებთან და სასულიერო არისტოკრატიასთან წამოჭრილი სასაუბრო თემები (უპირატესად სარწმუნოების საკითხებზე). აღწერილია აგრეთვე შეხვედრა დასავლეთ საქართველოში მყოფ კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რომელსაც ლუი გრანჟე "თებრიზ-ხანს" უწოდებს. XVII საუკუნის ფრანგი მისიონერი. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |