Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულშარი![]()
Biographyდედოფალი, ალექსანდრე I დიდის ვაჟის-დიმიტრი ბატონიშვილის, "პროვინციის მეფის" თანამეცხედრე, მეფე კონსტანტინე II-ის დედა. 1487 წელს საქართველოში იაყუბ ყაენის მეორე შემოსევისას, რომელსაც ხალილ-ბეგი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინე II-ის ტახტსა და აყ ყოინლუს ამირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მეფემ ამ დიპლომატიური მისიის შესრულება თავის მოხუც დედას-გულშარს დაავალა. რას ითხოვდა ეს "მანდილოსანი დიპლომატი" და რა ხასიათის დავალებას ასრულებდა, ნათლად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II თურქმანებს კონტრიბუციის მიღებასა და უკან გაბრუნებას სთავაზობდა. მოხუცი დედოფალი, რომელიც მისიის შესასრულებლად მონასტრიდან სპეციალურად გამოსულა, თურქმან ამირებს ზავის პირობებზე დათანხმებას ემუდარებოდა. გულშარის მისია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ შემოსევისას ვერც თურქმანებმა შეძლეს თბილისის აღება. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |