The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულშარი

Other name:გულანშარი
Date of birth:14??
Date of death:14??
Category:Nobleman, Royalty

Biography

 დედოფალი, ალექსანდრე I დიდის ვაჟის-დიმიტრი ბატონიშვილის, "პროვინციის მეფის" თანამეცხედრე, მეფე კონსტანტინე II-ის დედა. 1487 წელს საქართველოში იაყუბ ყაენის მეორე შემოსევისას, რომელსაც ხალილ-ბეგი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინე II-ის ტახტსა და აყ ყოინლუს ამირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მეფემ ამ დიპლომატიური მისიის შესრულება თავის მოხუც დედას-გულშარს დაავალა. რას ითხოვდა ეს "მანდილოსანი დიპლომატი" და რა ხასიათის დავალებას ასრულებდა, ნათლად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II თურქმანებს კონტრიბუციის მიღებასა და უკან გაბრუნებას სთავაზობდა. მოხუცი დედოფალი, რომელიც მისიის შესასრულებლად მონასტრიდან სპეციალურად გამოსულა, თურქმან ამირებს ზავის პირობებზე დათანხმებას ემუდარებოდა. გულშარის მისია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ შემოსევისას ვერც თურქმანებმა შეძლეს თბილისის აღება. 

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge


Share: