The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოქროპირ ბატონიშვილი

ოქროპირ ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:ოქროპირ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1795
გარდაცვ. თარიღი:1857  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოკროვის მონასტრის იონა მიტროპოლიტის ეკლესია, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

გიორგი XII-ის ძე. 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე. შეთქმულთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს აღდგენაზე. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდა პეტერბურგში და ქართველ ახალგაზრდობას პროპაგანდას უწევდა რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოსაწყობად. 1829 წელს თბილისში ჩამოვიდა და შეთქმულების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აჯანყების გეგმებს აწყობდა. ამ მიზნით მან იმოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოში. შეთქმულების გაცემის შემდეგ კოსტრომაში გადაასახლეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.611; nobility.pro

ბიბლიოგრაფია

  • ვეფხვის ტყავოსანი : ტრაღედია / თქმული მეფის ძის ოქროპირისაგან (ავტორი). - მოსკოვი, ივ. სერიკოვის სტ., 1853. - 68გვ.

გააზიარე: