შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ პაპავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს და სსსი მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი 1982 წელს. 1967 წლიდან მუშაობს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული მეცნიერ-მუშაკად და ინსტიტუტის წარმოების მთავარ მენეჯერად. დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების მთავარი კომიტეტისგან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. მექანიზაციის ტექ. საშუალებების შემუშავება-შექმნისათვის, მისი ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისა და წარმოებაში დანერგვისათვის გრიგოლ პაპავასთან ერთად (26 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდას) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მექანიზატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984, გვ. 667 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |